0 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თბილისში საქართველო-ამერიკის ბიზნეს-საბჭოს ყოველწლიური სხდომა გაიხსნა

ჩამოტვირთვა

საქართველო-ამერიკის ბიზნეს-საბჭოს ყოველწლიური სხდომა გაიხსნა დღეს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში. კონფერენციას ქართველ და ამერიკელ ბიზნესმენებთან ერთად, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ესწრებიან. კონფერენციაზე სიტყვით ნიკა გიალური და ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი გამოვლენ. შეკრების მიზანი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გამყარება და სამომავლო პერსპექტივების დაგეგმვაა. შეხვედრაზე მემორანდუმი გაფორმდება, რომელსაც ხელს ამერიკის ეროვნული სტანდარტების ინსტიტუტისა და საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის წარმომადგენლები მოაწერენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები