პოლიტიკა
პოლიციამ ბიძინა ივანიშვილს მაგიური ნივთები დაუბრუნა
2011-10-24 22:13:07
ჩამოტვირთვა
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბიძინა ივანიშვილის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხო განცხადებას ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 22 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვალერი ლევინს, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას, აღმოაჩნდა უჩვეულო მინერალები და ბეჭდური მასალა. ლევინის განცხადებით, მოცემული მინერალები და ლიტერატურა ოკულტური დანიშნულების იყო და მომავლის განჭვრეტისათვის გამოიყენებოდა. აღნიშნული მინერალები გადაიგზავნა ექსპერტიზაზე. ჩატარებულმა ექსპერტიზამ ცხადყო, რომ მოცემული მინერალები ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს. ოკულტური მინერალები და ლიტერატურა ბიძინა ივანიშვილს დაუბრუნდა.
კომენტარები