მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილმა მისაქციელში მინერალური წყლის ქარხანა გახსნა
2011-10-24 20:04:47
ჩამოტვირთვა
პრეზიდენტმა მისაქციელში მინერალური წყლის ქარხანა გახსნა. ახალ ქარხანაში არაგაზირებული წყალი `სნო` ჩამოისხმება. ობიექტი საპატრიარქოსა და ქართველი ბიზნესმენების ხელშეწყობით, აშენდა, კომპანია აღჭურვილია უახლესი ფრანგული ტექნოლოგიების, ბოლო მოდიფიკაციის, სრულად ავტომატიზებული ორი ხაზით – მინისა და პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმისა და შეფუთვისთვის. ქარხანაში ადგილობრივი მცხოვრებლები და აგვისტოს ომის გამო იძულებით გადაადგილებული პირები დასაქმდებიან.
კომენტარები