მსოფლიო
ჯეიმს აპატურაი საქართველოს ეწვევა
2011-10-24 19:07:32
ჩამოტვირთვა
27 ოქტომბერს საქართველოში ნატო–ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი, ჩამოვა. აპატურაისთვის ამ რანგში ეს უკვე მეორე ვიზიტია ჩვენ ქვეყანაში, რაც, საგარეო უწყების განცხადებით, საქართველოსადმი ალიანსის მუდმივ ინტერესს ადასტურებს. დიპლომატიურ უწყებაში აცხადებენ, რომ ვიზიტს აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა და საშუალებას იძლევა, ქართულმა მხარემ მაღალი რანგის სტუმართან ყველა მიმდინარე საკითხი განიხილოს. აპატურაი შეხვედრებს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების საბჭოში გამართავს, ასევე შეხვდება ქვეყნის პრემიერ–მინისტრსა და ვიცე–პრემიერს.
კომენტარები