პოლიტიკა
სამთავრობო საათი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება
2011-10-24 18:23:30
ჩამოტვირთვა
ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის„ სამთავრობო საათის თარიღის დადგენას ითხოვს. აღნიშნული საკითხი ჯონდი ბაღათურიამ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე დააყენა. პარლამენტის თავჯდომარემ საკითხის გარკვევა მთავრობის საპარლამენტო მდივანს, გია ხუროშვილს, დაავალა. ხუროშვილის განცხადებით, სამთავრობო საათის გამართვის შესახებ ინფორმაციას საზოგადოება ხვალ, პლენარული სხდომის დაწყებამდე, მიიღებს. რეგლამენტის თანახმად, სამთავრობო საათი თვის ბოლო ხუთშაბათს უნდა გაიმართოს.
კომენტარები