პოლიტიკა
ბრიუსელში ანტიკრიზისული გეგმა ვერ დაამტკიცეს
2011-10-24 15:14:10
ჩამოტვირთვა
კონტინენტის ანტიკრიზისული გეგმა, რომელზეც ახლა ევროპის ფინანსური სტაბილურობაა დამოკიდებული ბრიუსელში ვერ დაამტკიცეს. სამიტზე ლიდერებმა შეთანხმება ვერ მოახერხეს.ამ დრომდე ანტიკრიზისული გეგმის არცერთი დეტალი ცნობილი არ არის. ერთადერთი პროგრესული შედეგი, რომლითაც ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში გამართული შეხვედრა დასრულდა, საბერძნეთის დახმარებაა. ქვეყანა ნოემბრის დასაწყისში 8 მილიარდს მიიღებს. სარკოზი-მერკელის ინიციატივა ფინანსური სტაბილურობის ფონდის ბიუჯეტის გაზრდის შესახებ ისევ დღის წესრიგში დგას. ამ და სხვა, ევროპისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ყველაზე სხვა საკითხზე, ლიდერები რამდენიმე დღეში იმსჯელებენ.
კომენტარები