მსოფლიო
თურქეთში მიწისძვრის ბიძგები განმეორდა
2011-10-24 15:13:16
ჩამოტვირთვა
თურქეთის მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში განმეორებითი ბიძგები მოხდა. ამერიკის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ეპიცენტრი კვლავ ქალაქ ვანთან მდებარეობდა, მაგნიტუდამ კი 6,1 მაგნიტუდა შეადგინა. ვანის პროვინციაში, სადაც გუშინ 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწსძვრამ ათობით შენობა დაანგრია. სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი ყოველ საათში იცვლება. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 217 ადგილობრივი მცხოვრები, ნანგრევებში კი დაახლოებით 600-მდე ადამიანი რჩება.დაზარალებული რეგიონი გვიან ღამით თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მოინახულა. მოგვიანებით პრესკონფერენციაზე რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ქვეყნის ხელმძღვანელს, რომელთაც სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ანკარას დახმარება შესთავაზეს და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის.
1000–მდე დაკარგული და 200-ზე მეტი დაღუპული – თურქეთში გარდაცვლილთა რიცხვი ყოველ საათში იზრდება. მაშველები ამ წუთებში ცდილობენ ნანგრევებიდან ცხედრებისა და დაშავებულების ამოყვანას.ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრის შედეგები მძიმეა. მიწასთან არის გასწორებული ორი ქალაქი და რამდენიმე დასახლება, სადაც ეპიცენტრი იყო. დანგრეულია შენობები. მოსახლეობა ღამეს ქუჩაში ათევს. დაზარალდნენ საქართველოს მოქალაქეებიც. რამდენიმე ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. "მოამბის" გადამღები ჯგუფი უკვე თურქეთშია.
მიწისძვრის ეპიცენტრი ვანის პროვინციაა. ეს ტერიტორია საქართველოდან დაახლოებით 300 კილომეტრით არის დაშორებული, ამიტომ ბიძგები სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაშიც იგრძნობოდა. ქართველი სეისმოლოგები უკვე აკეთებენ პროგნოზს. სპეციალისტები ამბობენ, რომ მიწისძვრა საქართველოსთვის საშიში არ არის. სეისმოლოგების თქმით, ე.წ. აფთერშოკები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება, მაგრამ არა ჩვენ ტერიტორიაზე. რყევა ისეთი ძლიერი აღარც თურქეთში იქნება. თურქეთში მიწისძვრის განმეორების საფრთხეა. ბიძგები მთელი ღამის განმავლობაში იგრძნობოდა. ბოლო რყევა ქვეყანაში რამდენიმე წუთის წინ დაფიქსირდა და მისმა სიმძლავრემ 4 ბალი შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი გუშინ ვანის პროვინციაში იყო, თურქეთის დროით 14:45 საათზე. ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გამოყვანას მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ.
კომენტარები