მსოფლიო
ლიბია კადაფის რეჟიმის დასრულების შემდეგ
2011-10-24 11:43:22
ჩამოტვირთვა
ლიბიის დედაქალაქის ცენტრში ათასობით ადამიანი სამოქალაქო ომის ფორმალურ დასასრულს აღნიშნავს. წინა ღამით, ოფიციალურად გამოცხადდა „მუამარ კადაფის რეჟიმისაგან ქვეყნის სრული გათავისუფლების შესახებ“. გარდამავალი ეროვნული საბჭოს განცხადებით, ამიერიდან ლიბია შარიათის კანონებზე იქნება დაფუძნებული. უკვე გაუქმდა კადაფის მიერ მიღებული კანონი, რომელიც მრავალცოლინობას კრძალავს. უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, ქვეყნაში დროებითი მთავრობის შექმნა და არჩევნების ჩატარება იგეგმება.
ამ მოვლენების პარალელურად, არ წყდება დაღუპული ლიდერის ცხედრის ნახვის მსურველთა რიგები. ექსპერტიზის ოფიციალური მონაცემებით, კადაფის გარდაცავლების მიზეზი ტყვიებით მიყენებული ჭრილობები გახდა. ლიბიის ამჟამინდელი ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას ყოფილი ლიდერის ცხედარი მის ახლობლებს გადასცეს.
კომენტარები