0 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პატიმრობის კოდექსში ცვლილებები შედის

ჩამოტვირთვა

პატიმრებისთვის დისციპლინური სახდელის ახალი სახეები წესდება. შესაბამისი ცვლილება "პატიმრობის კოდექსში" შედის . ცვლილებების პროექტით დისციპლინური სახდელების სახეები იქნება სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით; პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღებისა და გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით; ციხის ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით და ფულადი გზავნილის მიღების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით. შეგახსენებთ, რომ კანონის მოქმედი რედაქციით, დისციპლინური სახდელის სახეებია: გაფრთხილება; საყვედური; მუშაობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით; ნებადართული ნივთებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით; ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით; საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში გადაყვანა 6 თვემდე ვადით და სამარტოო საკანში მოთავსება 20 დღემდე ვადით. კანონპროექტის ავტორი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროა, ინიციატორები კი დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, კახა ანჯაფარიძე, ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები