პოლიტიკა
რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას დაფინანსებას უმცირებს
2011-10-21 19:02:47
ჩამოტვირთვა
მოსკოვი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებებს დაფინანსებას მკვეთრად შეუმცირებს. ამის შესახებ სააგენტო "რეგნუმი" იუწყება.
დაფინანსების 2013-2014 წლებში შემცირება, 2012-2014 წლების ფედერალური ბიუჯეტის პროექტშია ჩადებული. პროექტის მიხედვით, საბიუჯეტო ასიგნებები 2012-2014 წლებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის 2,537 მილიარდ რუბლს შეადგენს, რაც 2011 წელს გამოყოფილი თანხის ტოლია. აფხაზეთის განვითარებისთვის კი 1,939 მილიარდი რუბლია გათვალისწინებული.
2014 წლიდან რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტში ამ მიზნებისთვის თანხები საერთოდ არ არის გათვალისწინებული.
კომენტარები