მსოფლიო
"არ დააყენებენ? კბილებში მიიღებენ" - დიმიტრი მედვედევი იმუქრება
2011-10-22 16:28:24
ჩამოტვირთვა
დიმიტრი მედვედევი იმუქრება, რომ რუსეთი ყოველთვის მზად არის, პასუხი გასცეს ყველას, ვინც რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს.
"რია ნოვისტის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ ინტერნაციონალური ოჯახის შესახებ საკუთარი ისტორია მოყვა და მადლობა გადაუხადა მედვედევს, რომ მან მიხეილ სააკაშვილს 2008 წლის ომის გაჩაღებისთვის "კბილებში უთავაზა".
"არ დააყენებენ? კბილებში მიიღებენ", - განაცხადა მედვედევმა.
მისი თქმით, საქართველოში წინააღმდეგობა ცივი ფაზიდან ღია ომში გადაიზარდა.
კომენტარები