0 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ლიტვინენკო - ბრიტანეთის ჯაშუში მოსკოვში!

ჩამოტვირთვა

"თქვენ შეგიძლიათ მაიძულოთ გაჩუმება, მაგრამ ეს დუმილი ძალიან ძვირი დაგიჯდებათ, თქვენ გამოიჩინეთ ბარბაროსობა და სისასტიკე, რაშიც ყოველთვის გადანაშაულებდნენ კრიტიკოსები, თქვენ ყველას დაანახეთ, რომ პატივს არ სცემთ სიცოცხლეს, თავისუფლებასა და ცივილიზებული საზოგადოების სხვა ღირებულებებს, თქვენ შეგიძლიათ, აიძულოთ, გაჩუმდეს ერთი ადამიანი, მაგრამ მსოფლიოს პროტესტის ხმა, ბატონო პუტინ, მთელი ცხოვრების მანძილზე ჩაგესმებათ ყურში. დაე, უფალმა მოგიტევოთ, რაც გამიკეთეთ მე, ჩემს რუსეთსა და ხალხს." ეს ალექსანდრ ლიტვინენკოს უაკანსკნელი სიტყვებია, რომელიც გარდაცვლილმა ვლადიმერ პუტინის მისამართით წარმოთქვა.... საკნადალური და სენსაციური ცხოვრებით აღსავსე ადამიანის გარდაცვალებიდან რამდნეიმე წლის შემდეგ, მისი ცხოვრებისა და გარდაცვალების დეტალები კვლავ ყურადღების ცენტრში რჩება და სულ უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს იძენს. ამჯერად გაირკვა, რომ ლიტვინენკო ბრიტანეთის ჯაშუში იყო - ეს აღიარებითი ჩვენება გარდაცვლილის მეუღლემ დღეს პირველად გააკეთა - წერს გამოცემა „მეილ ონ სანდეი“. სააგენტო იუწყება, რომ ამ აღიარების გარდა, მეუღლე სავარაუდო მკვლელსაც ასახელებს. მისი მტკიცებით, ლიტვინენკო რუსეთის ხელისუფლების ჯაშუშმა მოკლა, რომელსაც ადვოკატი თავად კრემლმა დაუქირავა და საგულდაგულოდ იცავს. თუმცა გამოცემა დამნაშავის სახელსა და გვარს არ ასახელებს. მარინა ლიტვინენკომ ბრიტანეთის ხელისუფლებას თხოვნით მიმართა, არსებულ ვითარებაში გაერკვიონ და რეაგირება მოახდინონ, რათა ყველა დამნაშავე დაისაჯოს. მი-5 და მი-6 - ეს იმ უსაფრთხოების სამსახურის სახელწოდებებია, რომელზეც ლიტვინენკო ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა, სანაცვლოდ კი ათასობით ფუნტს იღებდა. აღსანიშნავია, რომ ლიტვინენკოს ჯაშუშობაში ბრალს აქამდეც სდებდნენ, თუმცა მისმა მეუღლემ ეს ინფომაცია მხოლოდ ახლა დაადასტურა. 2006 წლის 23 ნოემბერს 21.21 საათზე, ФСБ-ს ყოფილი ოფიცერი, ალექსანდრ ლიტვინენკო, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის საავადმყოფოში გარდაიცვალა. საზოგადოებისთვის ლიტვინენკო ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც 1999 წელს, პირდაპირი ეთერით, თავის ოთხ თანამშრომელთან ერთად, სკანდალური განცხადება გააკეთა, მან აღიარა, რომ ФСБ ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის მკვლელობას გეგმავდა. მოგვიანებით, მისმა განცხადებამ, რომლის თანახმადაც, მოსკოვისა და რიაზანის საცხოვრებელი კორპუსების აფეთქების უკან ФСБ იდგა, რუსეთი შოკში ჩააგდო. 2001 წელს გამოვიდა მისი წიგნი, "ФСБ აფეთქებს რუსეთს". ლიტვინენკო წერდა, რომ პუტინს ტერაქტები მოსკოვსა და რიაზანში ჩეჩნეთში მეორე საომარი კამპანიის დასაწყებად სჭირდებოდა, წიგნი ბესტსელერად იქცა. ლიტვინენკო იძულებული გახდა, დიდი ბრიტანეთისთვის ეთხოვა პოლიტიკური თავშესაფარი. ის ოჯახთან ერთად ლონდონში ცხოვრობდა და ბერეზოვსკის ფონდის დაფინანსებით დამოუკიდებელ გამოძიებას ეწეოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები