მსოფლიო
მუამარ კადაფი გარდაიცვალა
2011-10-20 18:39:42
ჩამოტვირთვა
ლიბიის ყოფილი ლიდერი, მუამარ კადაფი, გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" იუწყება.
როგორც ქვეყნის გარდამავალი საბჭოს სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა განაცხადა, კადაფი ქალაქ სირტში, მიღებული ჭრილობების შედეგად, გარდაიცვალა.
კადაფის გარდაცვალებამდე, გარდამავალმა საბჭომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაჭრილი კადაფი ქალაქ სირტში დააკავეს. საბჭოს საველე ხელმძღვანელობის მონაცემებით, კადაფი ორივე ფეხში იყო დაჭრილი.
ამ ინფორმაციას კადაფის მომხრეების მიერ კონტროლირებადი ტელეარხი, "ალ არაბია", უარყოფს და აცხადებს, რომ კადაფი ცოცხალი და ჯანმრთელია.
კომენტარები