მსოფლიო
საბერძნეთი სამოქალაქო კრიზისის პიკშია
2011-10-20 18:09:06
ჩამოტვირთვა
საბერძნეთში გაფიცვები გრძელდება. ათენში 48-საათიანი პროტესტი სრულ ქაოსში გადაიზარდა. ასიათასამდე დემონსტრანტის შეჩერებას შვიდი ათასი სამართალდამცველი ცდილობს. დემონსტრანტებმა ჩაამსხვრიეს მაღაზიების ვიტრინები და პოლიციას ქვები დაუშინეს. ბოლო მონაცემებით დაკავებულია 28 დემონსტრანტი, დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი, უმეტესობა პოლიციელია.
ხალხის პროტესტის მიუხედავად, საბერძნეთის პარლამენტმა ანტიკრიზისულ გეგმას წინასწარ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა. მანამდე კი კანონპროექტის მიღების საჭიროებაში მმართველ პარტიას ფინანსთა მინისტრი არწმუნებდა. პოლიტიკური დებატები რამდენიმეთვიანი დემონსტრაციების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური შეტაკების ფონზე მიმდინარეობდა.
ქალაქის ადმინისტრაცია მიყნებულ ზარალს ითვლის, დემონსტრანტები, რომლებიც პარლამენტის შენობასთან მიახლოვებას ცდილობდნენ ათენის ცენტრალურ ქუჩებს ოთხი საათის განმავლობაში არბევდნენ. ქალაქში ჩასული ტურისტები არეულობის დროს თავს მაღაზიებს აფარებდნენ.
ახალ ანტიკრიზისულ გეგმას პარლამენტმა დღესაც უნდა უყაროს კენჭი. ახალი კანონპროექტი გადასახადების გაზრდასთან ერთად ხელფასებისა და პენსიების 20 % შემცირებას ითვალისწინებს. მისი დამტკიცების სანაცვლოდ ქვეყანა 109 მილიარდი ევროს ტარნშს მიიღებს დეფოლტის თავიდან ასაცილებლად . ეს პრობლემა აწუხებს ევრო ზონის ყველა ქვეყანას. სწორედ ამ თემაზე ისაუბრეს ნიკოლა სარკოზიმ და ანგელა მერკელმა ბერლინში გამართულ სეხვედრაზე. საბერძნეთის არეულობებს უკვე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტიც. ხოსე მანუელ ბაროზომ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა დააღწევს თავს არსებულ მდგომარეობას.
ევროპის კრიზისს ისე უნდა მივუდგეთ, როგორც ჩვენი შესაძლებლობების გამოყენების შანსს. საჭიროა სრული მზადყოფნა არატრადიციული და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. ჩემთვის ხელშეკრულების პირობებშიც ცვლილებების შეტანა არ არის ტაბუირებული თემა , თუ ევროს კურსი დაეცემა ეს მთელს ევროპაში მოხდება, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ.
ეკონომიკური კრიზისის გამო, საბერძნეთში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეების ნაწილი იძულებული ხდება ქვეყანა დატოვოს. არსებული ინფორმაციით, მას, ვინც საბერძნეთში ოჯახში მუშაობს, ხელფასს ვეღარ აძლევენ. რაც შეეხება ქართველების უსაფრთხოებას, ამ თვალსაზრისით საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებისთვის საბერძნეთიდან ჯერჯერობით არავის მიუმართავს.
კომენტარები