პოლიტიკა
ივანაშვილსა და "ეროვნულ საბჭოს" შორის შეთანხმება შედგა
2011-10-18 22:04:23
ჩამოტვირთვა
ბიძინა ივანაშვილის რეზიდენციაში მოსალაპარაკებლად მისულთა რიგებში დღეს ეროვნული საბჭოს ლიდერები, ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი მოხვდნენ. მათი განცხადებით, მოწვევა ივანაშვილის პრესსამსახურიდან მიიღეს და ბიზნესმენთან შეხვედრა 5 საათისთვის დანიშნეს. როგორც ცნობილია, ბიძინა ივანაშვილის ეპისტოლარული ჟანრის მიმართვაში ეროვნული საბჭო შავ სიაში მოხვდა. კონსერვატორების პოლიტიკური გუნდი ერთერთი იყო, რომელთაც ივანაშვილმა ფსევდოოპოზიცია უწოდა და მათთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა გამორიცხა,ლიდერების განცხადებით ივანaშვილმა გადაწყვეტილება შეცვალა და მათ შორის აზრთა თანხვედრა მოხერხდა.
კომენტარები