0 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ნიკა გილაური კანადაში იმყოფება

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური კანადაში იმყოფება. სამ დღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ტორონტოში უკვე გაიმართა რამდენიმე შეხვედრა. `რამდენიმე საკითხზე ვილაპარაკეთ, პირველი ეს იყო რა თქმა უნდა, მომავალი წლის ნატოს სამიტი, სადაც ჩვენ იმედი გვაქვს კანადის მხარდაჭერის და ეს გარანტირებული გვაქვს კიდეც. ჩვენ შეგვიძლია ვთქვთ, რომ უახლოეს მომავალში დაიძვრება რამდენიმე საკითხი საქართველო- კანადის ურთიერთობებში, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ექსპორტ-ბანკის ხელშეკრულება, ახალი ინვესტორების შემოსვლა და რაც მთავარია, სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის,` განაცხადა პრემიერმა. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაშია ეკონომიკის მინისტრიც. საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე კანადის მხარდაჭერის იმედი აქვს. იგეგმება ქვეყებს შორის რამდენიმე ხელშეკრულების გაფორმებაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები