მსოფლიო
კონსულტაციები ევროპული უსაფრთხოების საკითხებში
2011-10-17 22:07:01
ჩამოტვირთვა
საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის კონსულტაციები გაიმართა. კონსულტაციები ევროპული უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა. ქართულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე ხელმძღვანელობდა, აშშ-ის დელეგაციას კი სახელმწიფო მდივნის თანაშემწე როუზ გოტემიოლერი. აშშ-ის დელეგაცია საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გრიგოლ ვაშაძემაც მიიღო. შეხვედრაზე ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
კომენტარები