0 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსული ოლიგარქია, რუსული პოლიტიკის სამსახურში

ჩამოტვირთვა

ახლად შექმნილი პოლიტიკოსი , კრემლის ინტერესებს უკვე ღიად იცავს. როიტერის რუსული ბიურო ბიძინა იგივე ბორის ივანიშვილის ინტერვიუს ფრაგმეტებს აქვეყნებს, სადაც ოლიგარქი მომავალი პოლიტიკური საქამიანობის პრიორიტეტად კრემლთან დიალოგს ასახელებს. ივანიშილი ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში რუსეთის ინტერესების თანმხვედრ ნაბიჯებს გადადგამს. იმის გამო , რომ რუსეთს უახლოეს მომავალში ძველით ახალი პრეზიდენტი ეყოლება და მმართვის სადავეებს კვლავ ვლადიმერ პუტინი ჩაიბარებს, რუსეთში მოღვაწე ოლიგარქი და კრემლტან დაახლოებული პირი მსოფლიოს რჩევებს აძლევს და რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს სთავაზობს. ივანიშვილი ევროპას ქართული დემოკრატიით გაოცებასაც ჰპირდება და ინტერვიუში ამტკიცებს, რომ მისი პოლიტიკური ძალა, რომლის შესახებაც ბიზნესმენი დეტალურად არც ამჯერად საუბრობს, აბსოლუტური უმრავლესობით მოახერხებს პოლიტიკაში მოსვლას. საკუთარ თავზე ამჯერადაც ბევრს საუბრობს, თუმცა გამოქვეუნებული ეპისტოლეების მსგავსად ივანიშვილი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე არც ამჯერად აკეთებს აქცენტს. რუსეთში მოღვაწე მილიარდელი როიტერთან ინტერვიუში 2008 წლის აგვისტოს ომსაც ეხება , რუსეთს „გაუგონარ აგრესიაში“ ადანაშაულებს თუმცა კრემლის განაწყენებას ერიდება და იქვე დასძენს , რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. ივანიშვილის მთავარი განძი , რუსეთია, კრემლში ანთებული მწვანე შუქი ჯერ ბიზნესის ახალა კი პოლიტიკის კეთების მიზეზი გახდა. ასე რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქის განცხადებებსა და ოცნებებს ქართველი ექსპერტები და ისტორიკოსები აფასებენ. თვლიან , რომ კრემლთან დალაგებულმა ურთიერთობებმა მას ვალდებულებები გაუჩინა. ახლა კი დანაპირების შესრულების დრო დადგა. თბილისში ამბობენ, რომ დიდ ფულს მფარველობის გარეშე ვერ გააკეთებ და ეს მფარველობა ივანიშვილმა კრემლისგან ქართულ პოლიტიკაში მოსვლით გაიმყარა. მონოპოლია , დიდი ფული , ბიზნესი და რაც მთავარია პოლიტიკა. რუსული ოლიგარქია რუსული პოლიტიკის სამსახურში დგება . კრემლასა და ივანიშვილის კავშირზე, კიდევ ერთ რუსულ პროექტსა და კრემლის დაკვეთაზე პოლიტიკოსებიც საურობენ. ქართველი კანონმდებლები რუსეთში ბიზნესმენის საბანკო საქმიანობას იხსნებენ და ამბობენ, რომ მის პოლიტიკაში მოსვლას ბანკ რასისკი კრედიტის აღდგენლ ლიცენზიასთან უშუალო კავშირი აქვს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები ივანიშვილს დემოკრატიული რეფორმების გატარებას რუსეთში ურჩევენ . ბიძინა ივანიშვილის ბანკმა რასისკი კრედიტმა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ცენტრალური ბანკისგან ფიზიკური პირების ანაბრების გაცემის ლიცენზია მიიღო, ორი წლის წინ კი დაკარგა. თუმცა 2011 წლის ზაფხულში კრემლმა ოლიგარქს ბიზნესმენ საქმიანობისთვის მწვანე შუქი ისევ აუნთო და წართმეული დაუბრუნა. ლიცენზია დაიბრუნა და ქართულ პოლიტიკაშიც გამოჩნდა. ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში მოსვლისთვის რუსეთის ხელისუფლების ერთგვარი ავანსი უკვე მიიღო . ეს მცირედია იმ ავანსისგან განსხვავებით რასაც ბიზნესმენი რუსეთში მოღვაწეობის პერიოდში იღებდა. პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 185-ე, ხოლო რუსეთში 25-ე ადგილას მყოფმა ოლიგარქმა ფული სწორედ რუსეთში , კრემლის მფარველობის ქვეშ იშოვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები