0 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კონსულტაციები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის

ჩამოტვირთვა

საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის კონსულტაციები გაიმართება. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა. შეხვედრა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების ირგვლივ არსებულ სიტუაციას და უსაფრთხოების საკითხებს შეეხება. ამერიკული დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტ, გრიგოლ ვაშაძესაც შეხვდება. ამავე კვირაშია დაგეგმილი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ურმაზ პაეტის საქართველოში ოფიციალური ვიზიტი. როგორც დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში ესტონელი დიპლომატი, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, გიგა ბოკერიას შეხვდება. შეხვედრებზე საუბარი საქართველოსა და ესტონეთს შორის ორმხრივ და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს შეეხება. ნიკოლოზ ვაშაკიძის განცხადებით, ამ კვირაში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერ მისნისტრი კანადას ეწვევა, სადაც კანადის პრემიერს, ამასთანავე საგარეო უწყებისა ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები