მსოფლიო
კენია სომალის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციას ატარებს
2011-10-17 10:12:48
ჩამოტვირთვა
კენიის არმია, სომალის ტერიტორიაზე, შეიარაღებული ისლამისტების წინააღმდეგ, სამხედრო ოპერაციას ატარებს. დაჯგუფება, რომლის სახელწოდებაც „ალ–შაბაბია“, „ალ–ქაიდას“–თან მჭიდროდაა დაკავშირებული. მისი წევრები ერთ–ერთი ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელი ესპანეთის ორი მოქალაქის გატაცებაში არიან ეჭვმიტანილნი.
სომალის საზღვარი კენიის არმიამ კვირა დღეს გადაკვეთა. ქვეყნის ხელისფულების განცხადებით, სამხედრო ოპერაციის მიზანია, აღკვეთოს ბოევიკების კენიის ტერიტორიაზე გადასვლის ფაქტები. მათივე განცხადებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კენიას ასეთი მაღალი დონის ტერორისტულ საფრთხესთან უწევს გამკლავება.
ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელი, ორი ესპანელი ექიმი, ხუთშაბათს, კენიაში არსებულ სომალელ ლტოლვილთა ბანაკიდან გაიტაცეს და სომალის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. მიმდინარე თვეს, ბოევიკთა ხელში უცხოეთის უკვე ოთხი მოქალაქე აღმოჩნდა.
კომენტარები