პოლიტიკა
მედვედევი რუსეთ-საქართველოს ომს კვლავ თავის სასარგებლოდ იყენებს
2011-10-15 20:35:26
ჩამოტვირთვა
რუსეთ-საქართველოს ომი და 2008 წელს მირებული გადაწყვეტილება. ამ თემაზე დიმიტრი მედვედევმა მორიგი განცხადება ედინაია რასიას მხარდამჭერებთან შეხვედრაზე გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტი სამომავლო გეგმებზე საუბრობდა, როდესაც დარბაზში მყოფმა ჯარისკაცმა, რომელიც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში იბრძოდა პრეზიდენტს გამოჩენილი სიმტკიცისათვის მადლობა გადაუხადა. პასუხად კი მედვედევმა აღნიშნა რომ დიდი დანაკარგის მიუხედავად 2008 წელს რუსულმა ჯარმა დაამტკიცა რომ არსებული პრობლემების მიუხედავად ბრძოლის უნარიანია და წესრიგის დამყარება შეუძლია. „ეს იყო სერიოზული გაკვეთილი ყველასათვის ვისაც ჰქონდა სხვადასხვა გვარი გეგმები ჩვენს ქვეყანასთან, მეზობელებთან და ზოგადად მსოფლიოში მოქცევის წესებთან მიმართებაში განაცხადა დიმიტრი მედვედევმა და იმედი გამოთქვა რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მომავალში არც ერთი ქვეყნის ხელმძღვანელს აღარ მოუწევს.
კომენტარები