0 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საპროტესტო აქცია სირიაში

ჩამოტვირთვა

იმ ჯარისკაცების დასაცავად, რომლებიც სირიის ოპოზიციის მხარეს გადავიდნენ, ქვეყნის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქცია პარასკევს – მასობრივი გამოსვლების ტრადიციულ დღეს გაიმართა და ახალი შეტაკებების მიზეზი გახდა. ამის პარალელურად, გაეროს ლტოლვილთა კომიტეტმა ოფიციალური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის მარტიდან, სირიაში არსებულ მასობრივ არეულობებს უკვე 3 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის ჯარისკაცების მათ მხარეზე გადასვლის ფაქტები გასაკვირი არ ყოფილა. მათი განცხადებით, ასეთი ჯარისკაცების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან სულ უფრო მეტი მათგანი უარს აცხადებს მოსახლეობის წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაზე. აღნიშნული მოვლენების პარალელურად, ბაშარ ასადის მთავრობამ ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. მათი თქმით, მსგავსი დაჯგუფებები საფრთხეს უქმნიან მშვიდობიან მოსახლეობას და ხელს უშლიან ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები