პოლიტიკა
საპროტესტო აქცია მანჰეტენზე
2011-10-15 18:54:17
ჩამოტვირთვა
საპროტესტო აქცია უოლ-სტრიტზე კვლავ პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა. სამართალდამცველებმა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟასთან შეტაკების დროს ორი დემონსტრანტი დააკავეს. მოძრაობა „მოვახდინოთ უოლ-სტრიტის ოკუპაცია მანხეტენზე“ უკვე ოთხი კვირაა მიმდინარეობს. მომიტინგეებს ზუკორტის პარკში კარვები აქვთ გაშლილი და მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან. ნიუ-იორკის გარდა ანალოგიური გამოსვლები შეერთებული შტატების სხვა დიდ ქალაქებშიც მიმდინარეობს. მომიტინგეებს სოლიდარობა გამოუცხადეს მსოფლიო ქვეყნებშიც. სხვადასვხა საყოველთაო აქციები ევროპის, აზიისა და აფრიკის 82 ქვეყანაშია დაგეგმილი.
კომენტარები