მსოფლიო
ალქაიდას კიდევ ერთი ლიდერი ლიკვიდირებულია
2011-10-15 18:52:47
ჩამოტვირთვა
იემენში ალქაიდას კიდევ ერთი ლიდერი მოკლეს. სააგენტო როიტერის ცნობით, საუბარია ეგვიპტის მოქალაქე იბრახიმ ალ ბანაზე, რომელიც ტეორორისტული დაჯგუფების პრესმდივნის ფუნქციას ასრულებდა. იემენის თავდაცვის სამინისტოს ინფორმაციით, ალბანა გუშინ საღამოს საჰაერო იერიშის შედეგად მოკლეს. სიენენის ცნობით, საჰაერო ძალებმა იერიში ბანაკზე იმ დროს განახორციელეს, როდესაც ტერორისტების შეკრება მიმდინარეობდა, შესაბამისად ალ ბანას გარდა ოპერაციის შედეგად დაჯგუფების კიდევ რამდენიმე გავლენიანი ფიგურაა ლიკვიდირებული. ალქაიდას ლიდერის ლიკვიდაციას იემენელი მებრძოლების მხრიდან საპასუხო დარტყმაც მოყვა, ალ ქაიდას იემენური ფრთის აქტივისტებმა გაზსადენი ააფეთქეს.
კომენტარები