0 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მსოფლიო მოსახლეობის უპრეცენდენტო ერთსულოვნება

ჩამოტვირთვა

ნიუ–იორკიდან ტოკიომდე: შაბათს, მსოფლიო მოსახლეობა ტრანსკონტინენტალურ აქციას მართავს. ათობით ათასი ადამიანი აქციაში მონაწილეობას სოციალური გვერდების მეშვეობით ადასტურებს. გლობალური ფინანსური სისტემით უკმაოფილო მოსახლეობა თითქმის ყველა უმსხვილესი ქალაქის ცენტრს იკავებს. რომში, იტალიის ცენტრალურ ბანკთან, კარვები ჯერ კიდევ პარასკევ საღამოს გაიშალა. მილანში, აქციის მონაწილეებმა ქვეყნის ერთ–ერთ უმსხვილეს ბანკს კვერცხები დაუშინეს. ისინი ბანკის ხელმძღვანელობის გადაყენებას მოითხოვენ. მსგვასი ლოზუნგები უკვე დიდი ხანია ისმის ათენშიც, სადაც აქციამ შედარებით მშვიდობიანად ჩაიარა. შაბათს კი, საპროტესტო გამოსვლები, დიდი ოცეულის სამიტის პარალელურად ჩატარდება, რომელიც შეერთებული შტატებისა და ევროპის შესაბამისი ორგანოების ვარაუდით, ბევრად ხმაურიანად ჩაივლის. მასობრივი უკმაყოფილების პირველი ტალღა, ხუთი თვის წინ, ესპანეთში წარმოიშვა. ამის შემდეგ, საპროტესტო აქციები ლონდონშიც გაიმართა. დღესდღეობით კი, ანალიტიკოსები მსოფლიო მოსახლეობის უპრეცენდენტო ერთიანობის შესახებ საუბრობენ: პლანეტის სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობა ბანკირთა გაუმაძღრობის წინააღმდეგ ერთსულოვნად იბრძვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები