მსოფლიო
ტუნისში ისლამისტები შარიათის კანონის დამკვიდრებას ითხოვენ
2011-10-15 17:11:10
ჩამოტვირთვა
ტუნისის დედაქალაქში ათასობით ისლამისტი საპროტესტო აქციას მართავს. გამოსვლების მიზეზი ერთ–ერთი კერძო ტელეკომპანიის მიერ მულტფილმის ჩვენება გახდა, სადაც ირანში არსებული ისლამური რეჟიმი ნეგატიური კუთხით იყო წარმოჩენილი. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა შარიათის კანონის დამკვიდრებაა. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც მთავრობის რეზიდენციაში შეჭრას ცდილობდნენ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
მულტიპლიკაციური ფილმი „პერსეპოლისი“ ირანელი გოგონას ისტორიას ეხება, რომელმაც განათლება ევროპაში მიიღო. სამშობლოში დაბრუნებულს კი, ისლამური რევოლუციის ახალ კანონებთან დაპირისპირება უწევს.
ტუნისი გახდა პირველი ქვეყანა, სადაც გასულ ზამთარს, ე.წ. „არაბული გაზაფხულის რევოლუციამ“ გაიმარჯვა. მომავალ კვირას, ქვეყანაში საკანონმდებლო ასამბლეის არჩევნებია დაგეგმილი, რომელმაც ქვეყნის ახალი კონსტიტუცია უნდა მიიღოს.
კომენტარები