მსოფლიო
ვლადიმერ პუტინის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინეს
2011-10-15 16:54:37
ჩამოტვირთვა
„ედიანაი რასიამ“ ამომრჩევლებს პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმერ პუტინის კანდიდატურა ოფიციალურად შესთავაზა. ამის შესახებ საუბარია ოფიციალურ მიმართვაში, რომელიც მმართველმა პარტიამ ოთხი დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. ვლადიმერ პუტინის კანდიდატურის გარდა, „ედინაია რასია“ მიმართვაში მოუწოდებს ამომრჩევლებს საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცენ პარტიულ კანდიდატებსა და დიმიტრი მედვედევს, რათა მან მოდერნიზაციაზე ორიენტირებული, ახალი თაობა ჩამოაყალიბოს. არჩევნების თემასა და სამომავლო გეგმებზე ვლადიმერ პუტინი ვრცელ ინტერვიუშიც ისაუბრებს, რომელსაც რუსეთის პრემიერი და საპრეზიდენტო კანდიდატი რუსეთის ფედერალურ არხებს დღეს მისცემს. ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუ პირდაპირ ეთერში 17 ოქტომბერს გავა.
კომენტარები