0 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დიდ ბრიტანეთს თავდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს

ჩამოტვირთვა

დიდ ბრიტანეთს თავდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს. თანამდებობიდან ლიამ ფოქსის სკანდალური წასვლის შემდეგ, ამ პოსტზე ფილიპ ჰემონდი დაინიშნა, რომელსაც ამ დრომდე, ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრის თანამდებობა ეკავა. ლიამ ფოქსი თანამდებობიდან მისი მეგობრის, ადამ უერიტის საქმიანობის ირგვლივ ატეხილი სკანდალის გამო გადადგა. ადამ უერიტი, რომელსაც სამინისტროში არავითარი ოფიციალური თანამდებობა არ ეკავა, ყოფილ მინისტრს მივლინების დროს მუდამ თან ახლდა, როგორც მისი ოფიციალური მრჩეველი. ამის პარალელურად კი, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობაში დაინტერესებულ კერძო კომპანიებს ლობირებდა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ბოდიში უკვე მოიხადა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები