მსოფლიო
რატომ ვერ ეგუება რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენების შეზღუდვას?
2011-10-14 18:19:11
ჩამოტვირთვა
რუსეთისა და ამერიკის შესაძლო დაპირისპირების საკითხი ბოლო პერიოდში გაზეთ კომერსანტის მთავარი თემა გახდა. გამოცემა ორ ქვეყანას შორის წარმოქმნილ მორიგ უთანხმოებას ევროპაში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განლაგებას უკავშირებს. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთმა ამერიკის საპასუხოდ
სამხედრო-ტექნიკური ხასიათის ღონისძიებებისთვის მზადება უკვე დაიწყო.
გამოცემის ინფორმაციით, კრემლს საპასუხო გეგმა უკვე შემუშავებული აქვს.
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსი ანდრეი ტრეტიაკი ჯერ კიდევ მაისში აცხადებდა, რომ ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განთავსება რუსეთის ბირთვული თავშეკავების ძალებისთვის რეალურ საფრთხეს ქმნის. ნატო კი ამტკიცებს, რომ ეს სისტემა რუსეთის ბირთვული თავშეკავების წინააღმდეგ გამოიყენება.
ჯერ კიდევ მარტში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი აცხადებდა, რომ თუ ამერიკა ევროპულ გეგმებზე უარს არ იტყოდა, რუსეთი სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირების შესახებ ხელშეკრულებას ცალმხ¬რივად დატოვებდა. მოსკოვი დასავლეთისგან ახლაც გარანტიებს ითხოვს, ვაშინგტონში კი აცხადებენ, რომ ამ საკითხში რუსეთს ვეტო-ს უფლება არ გააჩნია.
მოსკოვისთვის პრინციპულია, რომ ევრორაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის რუსეთის წინააღმდეგ მიუმართაობის გარანტია ოფიციალური დოკუმენტებით დაფიქსირდეს.
თუმცა ამერიკული მხარე გარანიტიების ქაღალდზე დაფიქსირებაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ სისტემები მხოლოდ ირანიდან და ახლო აღმოსავლეთიდან გაშვებული რაკეტების მოსაგერიებ¬ლად სჭირდება.
რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა ევროპაში ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელზეც რუსეთი დასავლელ პარტნიორებთან ვერ თანხმდება.
რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განლაგების შესახებ გასაწყვეტილება გასულ წელს ლისაბონში ნატოს სამიტზე მიიღეს. ნატო-ს თავდაცვის სისტემები ევროპაში ფუნქციონირებას 2012 წელს დაიწყებს, სრული დატვირთვით კი 2018 წლამდე უნდა ამოქმედდეს.
კომენტარები