0 1 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მაიკლ მაკფოლი : „რუსეთმა საქართველოზე ზეწოლა უნდა შეწყვიტოს"

ჩამოტვირთვა

ამერიკის შეერთებულიო შტატებისა და რუსეთის ურთიერთობაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საქართველოს საკითხია. ამის შესახებ განცხადება, ამერიკის ახალმა ელჩმა რუსეთის ფედერაციაში, ელჩმა, მაიკლ მაკფოლმა შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მაკფოლის განცხადებით, რუსეთი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში შესფოთებას იწვევს. მაიკლ მაკფოლი ამბობს, რომ საჭიროა პირდაპირი მუშაობა რუსეთთან, რათა მიღწეულ იქნეს მისი მხრიდან აღებული ვალდებულებების შესრულება. ამერიკის ელჩი რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს საქართველოზე ზეწოლა. მისივე თქმით ამერიკა ცდილობს ფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა სხვა ქვეყნებმა არ აღიარონ. ელჩმა დე-ფაქტო რესპუბლიკებს "რეგიონები" უწოდა. დიპლომატის განცხადებით, ამერიკა ყოველთვის აღნიშნავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მნიშვნელობას, მათ შორის მრავალმხრივ შეხვედრებზე, რომლებიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის საკითხებზე მიმდინარეობს. მაკფოლმა ასევე განაცხადა, რომ აშშ ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებასა და პოლიტიკური სისტემის სრულყოფას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები