პოლიტიკა
სენატში საქართველოს შესახებ დოკუმენტი წარმოადგინეს
2011-10-14 12:55:13
ჩამოტვირთვა
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების საგზაო რუკა წარმოადგინა ამერიკის სენატში მოწვეულ საგანგებო სხდომაზე ატლანტიკური საბჭოს წევრთა და სენატორთა ჯგუფმა.
დოკუმენტი, რომელზეც ისინი წელიწადზე მეტ ხანს მუშაობდნენ, შეიცავს რეკომენდაციებს ამერიკის ადმინისტრაციის, ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის მიმართ, რომლის შესრულებამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას. დოკუმენტში, რეკომენდაციების გარდა, საუბარია რუსეთის აგრესიაზეც.
სენატორებმა ლინსი გრაჰამმა და ჯინ შაჰინმა, რომლებიც საქართველოზე მომზადებული რეზოლუციის ავტორები არიან სხდომაზე კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ.
საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საგზაო რუკას უკვე ეცნობა აშშ ადმინისტრაცია. მზადდება შეხვედრები ევროპელი ლიდერებისთვის ამ დოკუმენტის გასაცნობად.
კომენტარები