მსოფლიო
საქართველოსთვის ბრძოლას შეწირული ერთი კაცის ტრაგედია
2011-10-13 21:08:39
ჩამოტვირთვა
ზუსტად 22 წლის წინ საქართველომ ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა დაკარგა. 1989 წლის 9 აპრილიდან რამდენიმე თვეში - 13 ოქტომბერს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ ავტოკასტროფას მერაბ კოსტავას სიცოცხლე შეეწირა. დღემდე ბურუსით არის მოცული უბედური შემთხვევის საქმე, არსებობს მრავალი პასუხგაუცემელი შეკითხვა და ბევრი ეჭვი. თუმცა დღეს ამ საკითხზე თითქმის აღარავინ საუბრობს.
პროფესიით მუსიაკთმცოდნე, პოეტი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს დამოუკიდებლობა–ეს იყო მოთხოვნა, რომელსაც მერაბ კოსტავამ მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირი მრავალჯერ იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული და გადასახლებული. საქართველოში ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ახალი ენერგიით განაგრძო.
დღეს, მთელი დღის განმავლობაში მთაწმინდის პანტეონში მერაბ კოსტავას საპატივსაცემოდ მისი მეგობრები, თანამებრძოლები და უბრალო მოქალაქეები მიდიოდნენ. ქართველ გმირს სანთელს უნთებდნენ და მისი სულისთვის ლოცულობდნენ.
ქართველმა პატრიოტმა, პოეტმა და მწერალმა, დავით აღმაშენებლისა და მწერალთა კავშირის ლაურეატმა მერაბ კოსტავამ სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქვეყნის ისტორიაში – როგორც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავგანწირულმა მებრძოლმა გმირმა.
კომენტარები