მსოფლიო
ნატო ტიმოშენკოს ვერდიქტს ასაჩივრებს
2011-10-13 17:21:43
ჩამოტვირთვა
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინის ექს-პრემიერ იულია ტიმოშენკოსთვის გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და იმედოვნებს, რომ განაჩენი გადაიხედება.
"რამდენადაც პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ ეს პროცესის დასასრული არ არის, ვიმედოვნებთ, რომ შესაძლოა, სამართლებრივი ნორმების საფუძველზე გადაწყვეტილება მოიძებნოს", - განაცხადა ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლუნგესკუმ.
შეგახსენებთ, რომ კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ იულია ტიმოშენკოს 11 ოქტომბერს თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ექს-პრემიერის ადვოკატი განაჩენს სააპელაციო სასამართლოში და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებს.
კომენტარები