0 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ტელევიზიების პასუხი ბიძინა ივანაშვილის მოთხოვნაზე

ჩამოტვირთვა

ბიძინა ივანაშვილი მზადაა, ქართული მედიისთვის პრესკონფერენცია პრეს-სამდივნოს ოფისიდან გამართოს - ეს შეთავაზება ბიზნესმენმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. იავანაშვილის პრეს-სამდივნოს განცხადებაში ნათქვამია რომ ის ჟურნალისტების ნებისმიერ შეკითხვებს გასცემს პასუხს, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ტელევიზიები პირდაპირ ეთერს უზრუნველყოფენ. ეს ბიზნესმენის მორიგი მოთხოვნაა... ტელევიზიებმაც არ დააყოვნეს და რუსეთში გამდიდრებული ბიზნესმენის მორიგ ულტიმატუმს პასუხი გასცეს.... საზოგადოებრივი მაუწყებელის თქმით ბიზნესმენის პრეს-სამდივნოში გამართულ პრესკონფერენციას მაუწყებელი პირდაპირ ეთერს არ დაუთმობს. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ხათუნა ბერძენიშვილმა განუცხადა. "რაზეც ივანიშვილი ლაპარაკობს, ეს ის ფორმატი არ არის, რაც ჩვენ შევთავაზეთ. ჩვენი პირობა იყო, რომ ივანიშვილი ტელევიზიაში მოსულიყო და ჟურნლისტების კითხვებზე არსებული თოქ-შოუების ფორმატში გაეცა პასუხი. ივანიშვილის ახალი შემოთავაზება კი, აბსოლუტურად სხვა მიმართულებაა. ბუნებრივია, მას უფლება აქვს, პრესკონფერენცია სადაც უნდა, იქ გამართოს, საკუთარი სამდივნო იქნება ეს, თუ - რეზიდენცია, მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებელი ამის პირდაპირ ეთერს არ უზრუნველყოფს" - განმარტა ხათუნა ბერძენიშვილმა. მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ივანიშვილის პრესკონფერენციას გააშუქებს მხოლოდ, როგორც ერთ-ერთი მედიასაშუალება. ბიძინა ივანაშვილის წინადადება მიუღებელი აღმოჩნდა ტელეკომპანია „იმედისთვისაც“. „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი მათე კირვალიძე არ ეთანხმება პოლიტიკოსობის მსურველი ბიზნესმენისა და მეცენატის ბიძინა ივანიშვილის წინადადებას ქართული მედიისთვის პრეს-კონფერენციის საკუთარი პრეს-სამდივნოდან მოწყობის თაობაზე. "ბატონ ივანიშვილს ამაზე არ დავთანხმდებით. ივანიშვილზე გამოჩენილი ადამიანები თანხმდებიან ჩვენთან სტუდიაში სტუმრის სტატუსით მოსვლას. გარდა ამისა, მის ამ განცხადებაში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. მაინტერესებს, მაგალითად, რა უნდა ქნან საინფორმაციო სააგენტოებისა და გაზეთების ჟურნალისტებმა, მათ, ვისაც ჩართვის აპარატი არ აქვთ? ან როგორ მოხდება ეს ყველაფერი? კამერები გადაიღებენ, მაგრამ კითხვების დასმა როგორ მოხდება? მოკლედ, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია და ჩემთვის მისი ულტიმატუმი გაუგებარია: თუ არ მივალთ, არ მოვა?" - განაცხადა კირვალიძემ. აღნიშნულ ულტიმატუმს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-იც გამოეხმაურა.... "რუსთავი 2" მზადაა, ივანიშვილის პრესკონფერეცია გააშუქოს, მაგრამ რა ფორმით - რედაქციისა და ივანიშვილის პრეს-სამდივნოს მოლაპარაკების საგანია - ამის შესახებ რუსთავი2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა განაცხადა. "განცხადებას გავეცანი და სიმართლე გითხრათ, ბევრი რამ ჩემთვის გაუგებარი რჩება. რა თქმა უნდა, პრეს-კონფერენციას გავაშუქებთ. ჩვენი ჟურნალისტები ივანიშვილთან მივლენ და ყველა იმ კითხვას დაუსვამენ, რაც დაგვიგროვდა, მაგრამ ვერ გავიგე, ამ პრეს-კონფერენციაზე მისვლის წინაპირობა პირდაპირი ტრანსლაცია არის თუ არა? თუ ეს ასეა, ეს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც უპრეცედენტო ფაქტი იქნება. მსგავსი რამ არ მსმენია. იქნებ, მისი პრეს-სამდივნო დაგვიკავშირდეს და შევთანხმდეთ ამ საკითხზე? პრესკონფერენციას გავაშუქებთ, მაგრამ რა ფორმით - იქნებ, ბატონმა ბიძინამ ამის გადაწყვეტის უფლება რედაქციას დაგვიტოვოს, ყოველ შემთხვევაში - იმათ მაინც, ვინც ჯერ არ უყიდია?!"- განაცხადა ლაფერაშვილმა და აქვე უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ "ივანიშვილი ტელევიზიებს საინფორმაციო სააგენტოებისა და ბეჭვდური მედიის საშუალებით ესაუბრება".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები