პოლიტიკა
პარლამენტმა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო
2011-10-13 17:33:43
ჩამოტვირთვა
პარლამენტმა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტს, რომლითაც კოდექსს ახალი მუხლი ემატება, პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარა კენჭი. პარლამენტის გადაწყვეტილებით, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების მიზნით, კომისია პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნება და მის შემადგენლობაში თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპით შევლენ ხელისუფლების, ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომისიის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 21-ს. ასევე, პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომისიის შემადგენლობაში პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარდგინებას საქართველოს პრეზიდენტი განსაზღვრავს. კომისია 2012 წლის 1-ელ ივლისამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს ამომრჩეველთა სიის დაზუსტებას სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის კარდაკარ გადამოწმების პრინციპით. კომისიის საქმიანობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
კომენტარები