0 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ივანაშვილი ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებას ბინძური მეთოდებით ცდილობს

ჩამოტვირთვა

ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ქრისტიან-დემოკრატებიც ეხმაურებიან. გიორგი თარგამაძის განცხადებით საზოგადოებაში არსებული მოლოდინი, რომ ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლით, ქართულ ოპოზიციურ სპექტრსა და საზოგადოებაში გამაერთიანებლის ფუნქციას შეასრულებდა არ გამართლდა. თარგამაძე ამბობს, რომ ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში ადგილის დამკვიდრება რიგითი, ბინძური ხერხებით არჩია. მისი თქმით ის მოთამაშე პოლიტიკოსის მეთოდებით მოქმედებს , რაც უბადრუკ ცილისწამებებში, აბსოლუტურად გაუგებარ არაადეკატურ შეფასებებში, კონფრონტაციაში, დაპირისპირებაში და ადამიანების დახარისხებაში გამოიხატება. ივანიშვილის განცხადებებში კი რუსულ კვალს ხედავენ ეროვნულ დემოკრატიული პარტიის წევრები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები