პოლიტიკა
ბიძინა ივანაშვილის მორიგი ეპისტოლე
2011-10-12 18:37:14
ჩამოტვირთვა
ბიძინა ივანაშვილის თავდასხმის პოლიტიკა, გრძელდება - ოლიგარქი მორიგ განცხადებაში, რომელიც ამჯერად 17-გვერდიანია, თავს ესხმის ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს, მენტორული ტონით ჭკუას არიგებს ექსპერტებს, ლანძღავს მედიას და კონკრეტულ ჟურნალისტებს.
მიმართვის საკმაოდ ვრცელი ნაწილი სწორედ ხელისუფლებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების კრიტიკას ეთმობა. ივანაშვილი ყველა ოპოზიციური პარტიისაგან მოითხოვს - ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ მას დაფინანსების წყაროების შესახებ. „გულუხვ მეგობრებზე“ აქცენტის გაკეთება არ იკმარებს - ამ არგუმენტს არ მივიღებ,“ - აცხადებს ივანაშვილი, რომელიც ოპოზიციასთან თანამშრომლობას მხოლოდ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ გეგმავს, თუმცა ასეთი პარტიების რიცხვი ძალიან მცირეა.
განცხადებაში ჩამოთვლილია, ვის არ ენდობა რუსი ოლიგარქი და ვინ იმსახურებს მის სიმპათიებს. ამავე წერილში ივანაშვილი ღიად აცხადებს, რომ მას ტელეკომპანია „მაესტროს“ ყიდვა სურს. კონკრეტულ ჟურნალისტებს ოლიგარქი ფულს ამ მიმართვითაც სთავაზობს, მათ შორის ტელეკომპანია „კავკასიასაც“.
სხვების კრიტიკის გარდა, ვრცელ მიმართვაში, რომელიც დღეს დილიდან ყველა პერიოდულ გაზეთში ფასიანი სარეკლამო განცხადების სახით დაიბეჭდა, ბიძინა ივანაშვილი ვრცელ ადგილს თავის თავზე საუბარსაც უთმობს: “არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, რომ მოვედი ვიღაც უცოდველი კრავი და სხვებს განვიკითხავ,“ - თავს იმართლებს რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქი, რომელიც ვრცლად საუბრობს პირად მიღწევებზე, უარყოფს კავშირებს რუსულ პოლიტიკასთან და დეტალურად ჰყვება გადაწყვეტილებაზე პოლიტიკაში წასვლის შესახებ. მიმართვაში ბიძინა ივანაშვილი დაჟინებით ამტკიცებს და რამდენჯერმე ხაზგასმით იმეორებს, რომ ის აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში. თითქოს ეს არა ხალხის ნებაზე, არამედ მხოლოდ მასზე იყოს დამოკიდებული.
კომენტარები