მსოფლიო
საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები დღეს კანცელარიაში განიხილეს
2011-10-11 19:09:23
ჩამოტვირთვა
მთავრობის კანცელარიაში ვიცე პრემიერ-მინისტრი, გიორგი ბარამიძე, ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. გიორგი ბარამიძემ 30 სექტემბერს ვარშავაში გამართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შედეგების შესახებ ისაუბრა. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მზად არის, გააგრძელოს აქტიური თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პრინციპულ საკითხებზე, რათა ერთობლივად ჩამოყალიბდეს საქართველოს პოზიცია და მიდგომები აქტუალური თემების მიმართ. გიროგი ბარამიძემ ხაზი გაუსვა არასამთავრობო ორგანიზაციების როლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვის, ეთნიკური წმენდისა და ოკუპაციის აღიარების, დევნილების ღირსეული დაბრუნებისა და სხვა საკითხების მხარდაჭერის პროცესში. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამოქალაქო სექტორს შეუძლია, თავისი წვლილი შეიტანოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და რეადმისიის შესახებ ხელშეკრულებების მონიტორინგში, მისი დარღვევების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და არსებული ვითარების შესწავლის კუთხით.
კომენტარები