მსოფლიო
ოპოზიციამ პოლიტიკურ „ექვსიანში“ შემავალი პარტიები გააკრიტიკა
2011-10-11 18:10:46
ჩამოტვირთვა
ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვეფხვაძემ, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ექვსიანში შემავალი პარტიები გააკრიტიკა. ვეფხვაძის განცხადებით, ქრისტიან დემოკრატების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები კონკრეტულ შედეგზე იყო ორიენტირებული. მას შემდეგ კი რაც პარტიამ რვიანი დატოვა, დარჩენილმა პარტიებმა ხალხისთვის მიცემული დანაპირები, 1 მილიონი ამომრჩევლის მობილიზების შესახებ ვერ შეასრულეს. ლევან ვეფხვაძე პოლიტიკურ ექვსიანს ბოდიშის მოხდას ურჩევს.
ვეფხვაძის განცხადებას პარლამენტში მყოფი დეპუტატების მხრიდან გამოხმაურება მოყვა. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკურ რვიანში არ შედიოდა, სხდომათა დარბაზში აცხადებდა, რომ რვიანს და შემდგომ უკვე ექვსიანს, საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებაზე უნდა ემუშავა და არა კოალიციაში ადგილების გადანაწილებაზე ეზრუნა.
პოლიტიკური რვიანი, გასულ წელს, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა. რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ, მათ, თავდაპირველად, ქრისტიან-დემოკრატები გამოეყვნენ, ხოლო, მოგვიანებით, პოლიტიკური გაერთიანება ახალმა მემარჯვენეებმა დატოვეს.
კომენტარები