0 1 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბიძინა ივანაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტეს

ჩამოტვირთვა

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის. როგორც სამოქალაქო რეესტრის განცხადებაშია აღნიშნული: "რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბიძინა გრიგოლის ძე ივანიშვილს 2004 წლის 22 ივლისს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. საქართველოს კონსტიტუციის და "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის 32-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ჩატარდა წარმოება და დადგინდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მოიპოვა საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციისა და "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა". სამოქალაქო რეესტრმა ეს განცხადება დღეს გაავრცელა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები