მსოფლიო
მანანა მანჯგალაძემ საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი შეაჯამა
2011-10-11 15:39:29
ჩამოტვირთვა
პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ, დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის საქართველოში ვიზიტი შეაჯამა. მანჯგალაძის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან, საქართველოს მხარდაჭერა იმ გზისა და რეფორმების კურსის აღიარებაა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს.
როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, ნიკოლა სარკოზი პირველი ლიდერი იყო, რომელმაც საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი ღიად დაუჭირა. დღევანდელ ბრიფინგზე მანანა მანჯგალაძემ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ჩეხეთში ვიზიტის დეტალებზეც ისაუბრა.
კომენტარები