პოლიტიკა
იულია ტიმოშენკო დამნაშავედ სცნეს
2011-10-11 12:51:15
ჩამოტვირთვა
კიევის პეჩორსკის სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო ე.წ. "გაზის საკითხში" დამნაშავედ სცნო.
"ნიუსრუ"-ს ცნობით, მოსამართლე როდიონ კირიევმა დღეს განაჩენი წაიკითხა, რომლის თანახმადაც, ტიმოშენკო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაშია დამნაშავე. მოსამართლის ცნობით, ექს-პრემიერმა 2009 წელს "ნეფტოგაზ უკრაინას" 1,5 მილიარდი გრივნის ზარალი მიაყენა.
სასამართლოს სხდომის დაწყებამდე, ტიმოშენკომ განაცხადა, რომ განაჩენი მის ცხოვრებაზე გავლენას ვერ მოახდენს. მისი აზრით, დღევანდელი განაჩენი არა მოსამართლე კირიევმა, არამედ პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა გამოიტანა.
კომენტარები