პოლიტიკა
ცხინვალის რეგიონში ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა
2011-10-10 21:31:35
ჩამოტვირთვა
ოკუპირებული სამხრეთი ოსეთი სამოქალაქო ომის ზღვარზეა. ე.წ. ოპოზიციის გამოსვლებთან ერთად, ცხინვალში ედუარდ კოკოითის დავალებით, უშიშროების თანამშრომლები, სტუდენტები და მათი ოჯახის წევრები იძულების წესით აქციას კოკითის პირადი მტრის, თედეევის წინააღმდეგ მართავენ.`მათ ეშინიათ სახალხო მღელვარების. გადააცვეს სპეცსამსახურებს სამოქალაქო ფორმა და მათ აქციაზე ოჯახის წევრებთან ერთად გაიყვანენ. გუშინწინ სტუდენტები აიძულეს ხელი მოეწერათ ისეთ დოკუმენტზე, რომლის თანახმადაც, თუ ისინი აქციაზე არ მივლენ, უნივერსიტეტიდან გარიცხავენ. სამოქალაქო წინააღმდეგობა უკვე არსებობს, შეიძლება დაიწყოს სისხლისღვრა. კოკოითის ამისკენ მიჰყავს ყველაფერი.ოკუპირებულ რეგიონში არსებულ დაძაბულობაზე კომენტარი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმაც გააკეთა. დიმიტრი სანაკოევის თქმით, ვითარება რეგიონში კონტროლს არ ექვემდებარება.`ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ხელისუფლება, რომელიც დღეს იქაა, არავის ახლოს არ იკარებს,`- აცხადებს სანაკოევი.
კომენტარები