პოლიტიკა
პრეზიდენტმა ვაცლავ ჰაველი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა
2011-10-10 21:29:49
ჩამოტვირთვა
დემოკრატია და კანონის უზენაესობა`- დღეს საქართველოს პრეზიდენტმა პრაღაში ვაცლავ ჰაველის ფონდის მიერ ორგანიზებული კონფერენცია გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საგარეო პოლიტიკაზე, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს შიდა რეფორმებზე ისაუბრა.კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლამდე მიხეილ სააკაშვილმა ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა. ცერემონია ჩეხეთში საქართველოს საელჩოში გაიმართა. მიხიელ სააკაშვილმა დემოკრატიის განმტკიცების საკითხებში ვაცლავ ჰაველის დამსახურებაზე ისაუბრა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მის მიერ წარმოებული პოლიტიკისთვის მადლობა გადაუხადა. ვაცლავ ჰაველმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს წმინდა გიორგის ორდენით დაჯილდოებისთვის.`ყოველთვის, ასეთი ღონისძიებების დროს ჩემს თავს ვეკითხები - ვიმსახურებთ თუ არა ასეთ დიდ პატივს და ასეთ ორდენს? მე საქართველოში 44 წლის წინ ვიყავი. პრეზიდენტის რანგში ძალიან ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ საქართვლო დღემდე გულში მაქვს ჩარჩენილი. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო ისტორიულ საზღვრებს აღადგენს. ყველაფერი სისხლის ღვრის გარეშე იქნება და საქართველო, როგორც ევროპის ნაწილი, ევროკავშირში შევა,`- განაცხადა ვაცლავ ჰაველმა.
კომენტარები