მსოფლიო
პარლამენტის თავჯდომარემ ნიკოლა სარკოზის ვიზიტი შეაფასა
2011-10-10 18:51:57
ჩამოტვირთვა
გარდამტეხი ვიზიტი საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებში და საქართველოს სუვერენიტეტის ღია და პრინციპული მხარდაჭერა. ასე დღეს პარლამენტის თავჯდომარემ საფრანგეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი შეაფასა. დავით ბაქრაძემ საფრანგეთის პირველი პირის გამოსვლაში მნიშვნელოვან გზავნილებზე გააკეთა აქცენტი. მისი თქმით, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, როდესაც ასეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი ამბობს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი აუცილებლად გახდება. დავით ბაქრაძემ პოლიტიკურ ოპონენტებს ნიკოლა სარკოზის მიერ გაკეთებული განცხადების უგულვებელყოფისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის შეფასებები ქვეყნის ინტერესებს ვნებს.
კომენტარები