მსოფლიო
საგარეო საქმეთა სამინისტროში ნიკოლა სარკოზის ვიზიტი შეაფასეს
2011-10-10 16:46:34
ჩამოტვირთვა
საგარეო საქმეთა სამინისტროში გასული კვირის მოვლენები შეაჯამეს. ტრადიციული ბრიფინგი მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ, გამართა და საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის, ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ეს იყო დიდი მხარდაჭერის დემონსტრირება საფრანგეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროპული პოლიტიკისადმი.
მინისტრის მოადგილემ ჟენევის მოლაპარაკებებზეც ისაუბრა, რომლის მეჩვიდმეტე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა. ამ მოლაპარაკებებს პირველად ესწრებოდა ევროკავშირის ახალი თანათავმჯდომარე ფილიპ ლეფორი. ვაშაკიძის განმარტებით, შეხვედრის წარუმატებლად დასრულების მთავარი მიზეზი კვლავ რუსეთის არაკონსტრუქციული პოზიცია იყო.
კომენტარები