პოლიტიკა
ნატოს განცხადება ალიანსში საქართველოს წევრობის შესახებ
2011-10-10 13:58:38
ჩამოტვირთვა
ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში შეერთებული შტატების დელეგაცია მხარს უჭერს საქართველოსათვის `მაპის` მინიჭებას. ამის შესახებ საუბარია დელეგაციის ხელმძღვანელის მაიკ ტერნერის განცხადებაში.
მისი თქმით, წლების განმავლობაში საქართველომ ერაყსა და ავღანეთში თავისი უმნიშვნელოვანესი დახმარებით დაამტკიცა, რომ არის სანდო მოკავშირე და უსაფრთხოების გარანტი.
`ნატოს გაფართოება არ შეიცავს საფრთხეს რომელიმე ქვეყნისთვის: პირიქით, ის აძლიერებს უსაფრთხოებას და სტაბილურობას მთელს ევრო-ატლანტიკურ არეალში. მე მხარს დავუჭერ წევრობის ერთიან სამოქმედო გეგმას საქართველოსთვის, ჩიკაგოში ნატოს 2012 წლის სამიტზე. ნატოს გაფართოების პროცესმა ისტორიული წარმატება მოგვიტანა სტაბილურობის, უსაფრთხოების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, თანამშრომლობის და სხვა საერთო მიზნების მიღწევის პროცესში, მთელ ევროპაში, რომელიც თავისუფალი და ერთიანია,`- ნათქვამია ტერნერის განცხადებაში.
იგი სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციებსაც შეეხო და დასძინა, რომ ამერიკის წარმომადგენლობითმა პალატამ ცოტა ხნის წინ დაიწყო რეზოლუცია N374-ის განხილვა, რომელიც საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ინიციატივას შეეხება.
მაიკ ტერნერი მოუწოდებს ნატოს ყველა წევრს იმავე ნაბიჯის გადადგმას, რათა ხელი შეეწყოს საქართველოსთან სავაჭრო კავშირების გამყარებას.
კომენტარები