0 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბრიტანული სასჯელი სატელეფონო საუბრების მოსმენისთვის

ჩამოტვირთვა

ცნობილმა ბრიტანელმა ინტერიერის დიზაინერმა კელი ჰოპენმა მორალური ზარალის ასანაზღაურებლად 60 ათასი ფუნტი სტერლინგი მიიღო. აღნისნული თანხა დიზაინერს გაზეთმა ნიუს ოფ ვორლდ მისი სატელეფონო საუბრების მოსმენის გამო გადაუხადა. სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად 60 ათასი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ კელი ჰოპენი გაზეთის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარს გააუქმებს. ნიუს ოფ ვორლდმა იგივე მიზეზით უკვე გადაუხადა 100 ათასი ფუნტი სტერლინგი მსახიობ სიენა მილერს. შეგახსენებთ რომ ნიუს ოფ ვორლდი ექსკლუზიური ინფორმაციების მისაღებად არაერთ ცნობილი ადამიანის სატელეფონო საუბრებს ისმენდა. ეს ფაქტი ფართო საზოგადოებისთვის რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი და დიდი სკანდალიც გამოიწვია. ბრიტანული გამოცემის მსხვერპლთა სიაში არიან ცნობილი მსახობები, სპორტცმენები, პოლიტიკოსები და სხვა საზოგადოებისთვის საინტერესო პიროვნებები. ნიუს ოფ ვორლდის სკანდალის გახმაურების შემდეგ ცნობილმა მსახიობმა ჰიუ გრანტმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ნიუს ოფ ვორლდი არ არის ერთადერთი მედიასასუალება რომელიც ცნობილი ადამიანების სატელეფონო საუბრებს ისმენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები