0 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პირველი ლედის ვიზიტი ვარშავაში

ჩამოტვირთვა

სანდრა რულოვსი, ვარშავაში ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კონფერენციას დაესწრო. ევროპის რეგიონში ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩის რანგში საქართველოს პირველმა ლედიმ კონფერენცია ოფიციალურად გახსნა. საექთნო საქმის სახელმწიფოს მომსახურეთა შეხვედრაზე ექთნები და ბებიაქალები მსოფლიოს 53 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდანაც, იყვნენ წარმოდგენილნი. კონფერენციამ სპეციალური დეკლარაცია მიიღო, რომელიც მონაწილე ქვეყნებს, ამ დარგის უკეთ განვითარებისთვის, რეკომენდაციის სახით გადაეცემათ. კონფერენციის დასრულების შემდეგ, დღის ბოლოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სახელით, ოფიციალური ვახშამიც გაიმართა, რომელსაც საქართველოს პირველი ლედიც დაესწრო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები