0 1 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საფრანგეთის ღია მხარდაჭერა საქართველოს

ჩამოტვირთვა

საფრანგეთის პირველი პირის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 17:00 საათზე დაეშვა. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ნიკოლა სარკოზი და მიხეილ სააკაშვილი თავისუფლების მოედნისაკენ გაემართნენ. ორი ქვეყნის პირველმა პირმა ქართველ ხალხს სიტყვით მიმართა. საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოსვლის დროს კონფლიქტურ რეგიონებში ევროპელი დამკვირვებლების შესვლა მოითხოვა. მისი თქმით, იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება უნდა მიეცეთ. ნიკოლა სარკოზისთან ერთად, საქართველოს საფრანგეთის სამტავრობო გუნდის წევრებიც ესტუმრნენ. ფრანგულ დელეგაციაში მინისტრების გარდა მედიის წარმომადგენლებისც შედიოდნენ. ევროპის ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსის ვიზიტი უცხოური მედიასაშუალებებების ინტერესის საგანიც იყო. საქართველოში მიმდინარე მოვლენები 300 მდე მედია საშუალებამ გააშუქა. საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტური ასე საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა შეაფასეს. დეპუტატები თვლიან , რომ სარკოზის ჩამოსვლა საქართველოსა და ევროპას შორის ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყების წინაპირობა იქნება. სარკოზის საქართველოში ვიზიტი, რომ რუსეთისათვის მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება ამაზე საქართველოში თითქმის აღარავინ დაობს. თავისუფლების მოედანზე გაკეთებული მკვეთრი განცხადებების შემდეგ აღარც იმაში ეპარებათ ეჭვი , რომ ევროპისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა პრინციპულ საკითხად რჩება. ნიკოლა სარკოზის დასახვედრად, თავისუფლების მოედანი დილიდანვე მზად იყო - დამონტაჟდა ტრიბუნები, მონიტორები და სატელევიზიო კამერები. საქართველოს, ევროკავშირისა და საფრანგეთის დროშებით გაფორმდა წმინდა გიორგის ძეგლი და შადრევნის აუზი. ტერიტორიაზე შესვლა მკაცრად კონტროლდებოდა. მოქალაქეები სპეციალური დეტექტორებით ოთხ საგუშაგოზე შემოწმდნენ. სარკოზის დახვედრის ასობით მსურველი ფოთიდან, ზუგდიდიდან, სიღნაღიდან და საქართველოს სხვა კუთხეებიდან დედაქალაქში გამოემგზავრა. თავისუფლების მოედანზე შეკრებილთა შორის სტუდენტებიც იყვნენ. ნიკოლა სარკოზიმ საქართველო 19:30 საათზე დატოვა. საფრანგეთის პირველი პირის სამხრეთ კავკასიური ტურნე საქართველოში ვიზიტით დასრულდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები